საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 472 920 ღერი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 472 920 ღერი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს.

კერძოდ, 1-ელი იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სულ ამოღებულია აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული 23 646 კოლოფი - ჯამში, 472 920 ღერი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. აქედან, 170 შემთხვევაში, გამოვლენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, რის შედეგადაც ამოღებული იქნა 21 018 კოლოფი (420 360 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, ხოლო 4 შემთხვევაში, გამოვლენილია სისხლის სამართლის დანაშაული, რის შედეგადაც ამოღებულია 2 628 კოლოფი (52 560 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.