"ტექნო ბუმში" 50%-მდე ფასდაკლების სამდღიანი აქცია იწყება

"ტექნო ბუმი" სამდღიან გრანდიოზულ ფასდაკლების აქციას იწყებს, რომელიც 26, 27 და 28 სექტემბერს გაიმართება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ , იმის გამო, რომ ძალიან ბევრ მომხმარებელს აქვს სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთოს "ტექნო ბუმის" გათამაშებაში, კომპანია მათ შანსს აძლევს, სამდღიანი აქციით ისარგებლონ, შეიძინონ მსოფლიო ბრენდების ტექნიკა 50%-მდე ფასდაკლებით და ამავდროულად ჩაერთონ რიგით მეექვსე გრანდიოზულ გათამაშებაში, რომელიც 4 ოქტომბერს, 21:45 საათზე ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გაიმართება.

გათამაშებაში დარჩენილია ხუთი ავტომობილი Mercedes Benz-ი, ხუთი ოროთახიანი ბინა თბილისში დასრულებულ კომპლექსში, ასევე ხუთი iPhone 5S, ხუთი Hitachi-ის ბრენდის ტელევიზორი და უამრავი დასახელების მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. "ტექნო ბუმის" ინფორმაციით, მომხმარებელმა შესაძლოა, ადგილზევე, მომენტალურად მოიგოს მსოფლიო ბრენდების ტექნიკა.

"მოგეხსენებათ, ყოველ შეძენილ თითო ნივთზე კომპანია გათამაშების თითო ბილეთს გჩუქნით, რომელსაც გადაფხეკთ და ან ადგილზე მოიგებთ ტექნიკას, ან ყოველთვიურ გათამაშებაში ჩაერთვებით. "ტექნო ბუმი" ყველას მოგიწოდებთ, შეინახოთ ბილეთი გათამაშების ფინალამდე, ანუ 15 თებერვლამდე, რადგან რეგლამენტის მიხედვით, ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში, საჩუქარი არ გაიცემა. "ტექნო ბუმის" გრანდიოზულ აქციასა და გათამაშებაში ჩართვა, თბილისის გარდა, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, მარნეულში, ჭიათურაში, ზუგდიდში, ფოთსა და ახლა უკვე ახალქალაქშია შესაძლებელი", - აცხადებენ "ტექნო ბუმში".