Greenpeace-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ჰაერის დაბინძურების შედეგად მსოფლიო ეკონომიკა დღიურად 8 მლრდ დოლარს კარგავს, ეს კი წლიურად 2,9 ტრილიონი დოლარია.
ანგარიშის მიხედვით, დანაკარგები აღწევს მსოფლიო მშპ-ს 3,3%-ს. ყველაზე მაღალი წლიური დანაკარგი, რომელიც საწვავის წვის შედეგად ჰაერის დაბინძურებაზე მოდის, ჩინეთის ეკონომიკას 900 მლრდ დოლარით აზარალებს, აშშ-ს - 600 მლრდ დოლარით, ინდოეთისას - 150 მლრდ დოლარით, ამის შემდეგ მოდიან გერმანია 140 მლრდ დოლარი და იაპონია 130 მლრდ დოლარის დანაკარგით.
ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ ნახშირის, ნავთობისა და გაზის წვისგან გამოწვეულმა ჯანმრთელობის პრობლემები წლიურად 4,5 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია. 40 ათასი ბავშვი კი დაბინძურებული ჰაერის გამო ისე კვდება, რომ 5 წლამდე ვერ აღწევს. მსო-ს მონაცემებით კი 5 წლამდე ასაკს ვერ აღწევს წლიურად 1,7 მილიონი ბავშვი და ამის მიზეზი გარემოს დაბინძურებაა. ამავე ანგარიშის თანხმად, ბავშვების 93% (1,8 მილაირდი ბავშვი) ყოველდღე სუნთქავს დაბინძურებულ აჰერს, ხოლო 2016 წელს ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების გამო გარდაიცვალა 60 ათასი 15 წლამდე ასაკის ბავშვი.
ამავე ანაგრიშის მიხედვით 2019 წელს მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 91% ცხოვრობდა ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის დაბინძურება აღემატება დაშვებულ ნორმებს, რომელიც დადგენილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. მათივე განმარტებით, წლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ავადმყოფობების გამო 1,8 მილიარდი ადამიანი იღებს ბიულეტენს, რაც იწვევს ეკონომიკაში 101 მილიარდი დოლარის დანაკლისს.
Greenpeace-ის ექსპერტების აზრით, ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლით და დიზელისა და ბენზინის საწვავზე მომუშავე ავტომობილებზე უარის თქმით. ასევე აუცილებელია მნიშვნელოვნად შეიცვალოს ქვანახშირისა და ნავთობის ინფრასტრუქტურა და ის გადავიდეს განახლებად ენერგიაზე. Oxford Economics-ის ანალიტიკოსების განცხადებით კი, სასათბურე აირების გასროლის არშემცირების შემთხვევაში, დედამიწაზე ტემპერატურა 2050 წლისთვის კიდევ 2 გრადუსით გაიზრდება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს მსოფლიო მშპ-ს 2,5-7,5 პროცენტით შემცირებას.