საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი - „გარემოსდაცვითი განათლების საკითხებზე“.
ტრენინგი მიმდინარეობდა სამი დღე და მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა: ნარჩენების მართვა, წყლის რესურსების მდგრადი მართვა, ტყე და ბიომრავალფეროვნება, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის ტექნიკები.
ტრენინგის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (ARDA) - რეგიონალური სამსახურის თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.