Amazon-ის დამაარსებელმა და გენერალურმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა კალიფორნიაში მდიდრული სახლი შეიძინა, რითაც კალიფორნიაში გაყიდულ სახლებს შორის რეკორდი დაამყარა - მან სახლი 165 მილიონ აშშ დოლარად იყიდა.
Business Insider-ის ცნობით, ბეზოსმა სახლი ამერიკელი ბიზნესმენის, დევიდ გეფენისგან შეიძინა, რომელიც სახლს 1990 წლიდან დღემდე ფლობდა. აღსანიშნავია, რომ გეფენმა სახლი 30 წლის წინ 47.5 მილიონ დოლარად იყიდა.
როგორც ცნობილია, მდიდრული სახლის საერთო ფართობი 1 200 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მასში 2 სახლი, ტენისის კორტი, საცურაო აუზი და გოლფის მოედანია მოწყობილი.
ამასთანავე, სახლს უზარმაზარი ავტოფარეხი და საკუთარი ბენზინგასამართი სადგური აქვს.
გამოცემა Forbes-ის მიხედვით, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია და ამჟამად მისი ქონება 131.3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.