თბილისში 201 674 კილოგრამი უაქციზო თუთუნი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, 5-12 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში, სულ ამოღებული იქნა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული 201 კგ. და 674 გრ. უაქციზო თუთუნი. აქედან, 14 შემთხვევაში გამოვლენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, რის შედეგადაც ამოღებულია 57,074 კგ. უაქციზო თუთუნი, ხოლო 3 შემთხვევაში, დადგინდა სისხლის სამართლის დანაშაული, რის შედეგადაც ამოღებული იქნა 144,6 კგ. უაქციზო თუთუნი.