საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე მოიგო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ყოფილი თანამშრომლები ტელეკომპანიისგან კომპენსაციის გადახდას და ასევე ნამუშევარი 6 დღის ანაზღაურებას მოითხოვენ.
„დავა ერთი წელია გრძელდება. ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურიდან გაუფრთხილებლად 2018 წლის ოქტომბრის თვეში გაანთავისუფლეს. ტელეკომპანიისთვის დაკისრებულმა თანხამ 77 000,00 ლარი შეადგინა. „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლის ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავს“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.