ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2020 წლის 11 მარტს, თბილისის პირველი, ყოველწლიური მეწარმეობის სამიტი გაიმართება. საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის გამარტივება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ქართული სტარტაპების ხელშეწყობა, მეწარმეობის მიმართულებით მასშტაბური კვლევების წარდგენა და სხვა მრავალი აქტივობა, ერთ დღეს, ერთ სივრცეში, საერთაშორისო პარტნიორების, სამთავრობო უწყებების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მოხდება.
სამიტის მონაწილეები იქნებიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ისრაელის საელჩო საქართველოში, ევროპის და აშშ-ს მხრიდან წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურები, ქართული და უცხოური სტარტაპები და სხვა პარტნიორები. როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, ყოველწლიური სამიტის მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის გამარტივება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ქართული სტარტაპების ხელშეწყობაა.
სპეციალურად ამ ღონისძებისთვის საქართველოს ეწვევა ინვესტორთა ჯგუფი ისრაელის სილიკონ ვადიდან, სტარტაპები, მეცნიერები და მკვლევარები დიდი ბრიტანეთიდან, დელეგატები საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებიდან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიდან.
სამიტის ფარგლებში, პარალელურ რეჟიმში გაიმართება პანელური დისკუსიები საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის შესახებ, საქართველოსა და მსოფლიოს სტარტაპ ეკოსისტემის განხილვა, კვლევების პრეზენტაცია, სტარტაპ პრეზენტაციები, სილიკონ ველი თბილისის გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ, ისრაელის სილიკონ ვადიდან მოწვეულ ინვესტორებთან შეხვედრები, რომლის ფარგლებში სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ მილიონამდე ლარის ოდენობის დაფინანსება. სამიტის ფარგლებში, დამწყებ და წარმატებულ სტარტაპებს/მეწარმეებს საშუალება მიეცემათ წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტები და გააცნონ ის ფართო საზოგადოებას. სამიტის პარტნიორია თიბისი სტარტაპერი, სამიტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, აწარმოე საქართველოში, თბილისი მერიის ბიზნეს აქსელერატორი სპარკი, დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ისრაელის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა, ევროპის საინვესტიციო ბანკი, USAID, სილიკონ ველი თბილისის გლობალური სტარტაპ ფონდი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი, Impact Hub და სხვა.
სამიტზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დარეგისტრირებული მსურველისთვის. რეგისტრაცია მიმდინარეობს 2 მარტამდე, მითითებულ ბმულზე
სამიტის ფარგლებში, სილიკონ ველი თბილისის გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ, ისრაელის სილიკონ ვადიდან მოწვეულ ინვესტორებთან შეხვედრებისთვის, სტარტაპებს რესგისტრაციის გავლა შეუძლიათ 25 თებერვლამდე, მითითებულ ბმულზე
*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინვესტორებთან ფიჩინგ სესიაზე მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ წინასწარ შერჩეული სტარტაპები.
სამიტის ფარგლებში, მედიის აკრედიტაცია მოხდება 2 მარტამდე, მითითებულ ბმულზე
სამიტი გაიმართება 2020 წლის 11 მარტს, 09:00 საათიდან, სასტუმრო ,,Rooms Hotels’’-ში.