საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფაქტი 11 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა დააფიქსირეს. მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 88 004.63 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო (1030.35 გრამი) ნაკეთობებია გამოვლენილი.
უწყების ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.