ევროპული ავიამწარმოებელი კომპანია Airbus-ის სუფთა დანაკლისმა 2019 წელს 1,48 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშში წერია. როგორც ირკვევა, 2018 წელს კომპანიამ 3,3 მილიარდი დოლარის სუფთა მოგება ნახა.
როგორც სააგენტო „ფრანს-პრესი“ წერს, დანაკლისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა კორპორაციის მხრიდან 3,9 მილიარდი დოლარის გადახდა ჯარიმის სახით იმ საქმეზე, რომელიც აშშ-ში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში კომპანიის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით აღიძრა.
ამასთან, გაზრდილია კომპანიის შემოსავლები. 2019 წელს 2018 წელთან შედარებით კომპანიის შემოსავლები 11%-ით გაიზარდა და 76,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2019 წლის შედეგების კომენტირებისას Airbus-ის ხელმძღვანელმა გაი ფორიმ განაცხადა, რომ „გასული წელი გამოირჩეოდა სოლიდური ფინანსური მაჩვენებლებით, რომლებიც განაპირობა კომერციული თვითმფრინავებზე მაღალმა მათხოვნამ“. კორპორაციის ინფორმაცით, Airbus-ის შეკვეთების მოცულობამ 471 მილიარდი დოლარის შეკვეთა მიიღო, მეტწილად A320neo-ს შედეგად. 2019 წელს კომპანიამ 768 შეკვეთა მიიღო ავიახომალდებზე, მაშინ როცა 2018 წელს - 747.
2020 წელს კი Airbus გეგმავს დაახლოებით 880 ხომალდის მიწოდებას კომპანიებისთვის, მაშინ, როცა გასულ წელს დამკვეთებს 863 ავიალაინერი მიაწოდა.