2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2.2 ლარით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 197.0 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა დეკემბერში ეს მაჩვენებელი 194.8 ლარი იყო.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 18.4 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2019 წლის იანვარში ეს მონაცემი 178.6 ლარს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარში დეკემბერთან შედარებით 3,6 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 330.4 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2019 წლის დეკემბრის მონაცემთან შედარებით, 30.9 ლარით არის გაზრდილი.