„საქართველოს რკინიგზა“ ზუგდიდი-თბილისის ხაზზე მატარებლის ვაგონში დაკვამლიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, დღეს, 14 თებერვალს, სადგურ აბაშაში, ზუგდიდი-თბილისის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არცერთი მგზავრი არ დაშავებულა.
შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა.
„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს ვინც ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, “საქართველოს რკინიგზის” ნებისმიერ სალაროში მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ.