20 თებერვალს, „ღვინის ქარხანაში“  “PechaKucha Night Tbilisi” გაიმართება

20 თებერვალს, „ღვინის ქარხანაში“ “PechaKucha Night Tbilisi” გაიმართება. „PechaKucha Night Tbilisi vol. 9“-ის თემა ”სოფლის მეურნეობა და ინოვაციებია".

PechaKucha Night-ის მოძრაობა 2003 წლის თებერვალში ტოკიოში დაიწყო. ეს იყო ღონისძიებათა სერია ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. სახელწოდება PechaKucha იაპონური ენიდან მომდინარეობს და ნიშნავს ბლა-ბლა-ბლას.

PechaKucha Night 1200-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს. ის არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლატფორმა, სადაც შემოქმედი ადამიანები, ინოვატორები, მეწარმეები, ჩეინჯმეიქერები იკრიბებიან და ერთმანეთს იდეებს, პროექტებსა და ნამუშევრებს უზიარებენ. ისინი ცვლიან აზრებს PechaKucha 20x20 ფორმატში.

PechaKucha 20x20 მარტივი პრეზენტაციის ფორმატია, სადაც სპიკერი 20 სლაიდს წარმოადგენს. თითო სლაიდისთვის მომხსენებელს 20 წამი აქვს. სლაიდები ავტომატურ რეჟიმში იცვლება.

„PechaKucha Night Tbilisi vol. 9“ ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს მიერ. მხარდაჭერილია „თიბისი ბიზნესისთვის„ და „Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus“-ის მიერ, ხოლო ღონისძიების პარტნიორები არიან „თბილისის ღამის ეკონომიკა” და „Wolt“.

ღონისძიებაზე თემის ირგვლივ, სხვადასხვა პროექტების შესახებ ისაუბრებენ ნინო ზამბახიძე („საქართველოს გფერმერთა ასოციაცია”), გიორგი დანელია („აგრიკოპტერი“), ნათია ნინიკელაშვილი („soplidan.ge“), ირაკლი არჯევანიძე („ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია“), ანი სირბილაძე (დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდი „KEDARI VENTURES”; Allwine.ge), ირაკლი ჩიქავა („აგრო სოლუშენს“), ნატალია ოქროშიაშვილი(„კალო“).

ღონისძიება გაიხსნება 20:00 საათიდან.