საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება. 2020 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანამ 32.6 მლნ კვტ.სთ-ით მეტი ელექტროენერგია იყიდა. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის იანვარში საქართველოში მოხდა 214.260 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი, 2019 წლის იანვარში კი 181.6 მლნ კვტ.სთ-ის.
რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, აქ ზრდამ 2 700%-ს გადააჭარბა. კერძოდ, 2020 წლის იანვარში საქართველომ რუსეთიდან 136.806 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, მაშინ, როდესაც შარშან ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 4.852 მლნ კვტ.სთ.
იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა და იმპორტი ქვეყნების მიხედვით:
- იმპორტი: 2019 წელი - 181.673 მლნ კვტ.სთ; 2020 წელი - 214.260 მლნ კვტ.სთ
- რუსეთი: 2019 წელი -4.852 მლნ კვტ.სთ; 2020 წელი - 136.806 მლნ კვტ.სთ
- აზერბაიჯანი: 2019 წელი - 176.821 მლნ კვტ.სთ; 2020 წელი - 77.455 მლნ კვტ.სთ