ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყურის) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა აღდგა.

ამ ეტაპზე, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.