რა ღირს და როგორ გამოიყურება მსახიობებისა და მილიარდერების სახლები (+ფოტო)

სახლის არჩევა და შემდეგ ყიდვა ძვირი ფუფუნებაა. ადამიანები ხშირად ერთი სახლის შეძენას უამრავ შრომასა და ათობით წლებს ანდომებენ, თუმცა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უძრავი ქონება ერთ-ერთი საჭირო და აუცილებელი რამაა. ცნობილი ადამიანები და მილიარდერი ბიზნესმენები სახლის შეძენისას ამდენს არ ფიქრობენ, მათთვის ფული ძირითადად ნაკლებ სანერვიულოა, ძირითადად მათ მფლობელობაში არა ერთი, არამედ რამდენიმე სახლია და თითოეულის ღირებულება ათასობის დოლარიდან იწყება და მილიონებამდე ადის. საინტერესოა, როგორ გამოიყურება და რა ღირს მილიონერებისა და სხვა ცნობილი ადამიანების სახლები.

56 წლის მილიარდელი, ამაზონის დამფუნებელი და ფილანტროპი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს მილიარდერების სიაში პირველია და 124 მილიარდ დოლარსაც კი ფლობს. ტეხასში გაზრდილ პატარა ბიჭს ახლა უკვე მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ და არც მისი ქონება უკვირს ვინმეს. შემოსავლიდან გამომდინარე ბეზოს არაერთი სახლი აქვს და მათი ღირებულებაც მილიონებს აღწევს.

როგორც უცხოური მედია წერს, ბეზოსი ბევერლი ჰილსზე ორ სახლს ფლობს, ასევე მანჰეტენსა და ნიუ-იორკშიც აქვს რამდენიმე სახლი. ბევერლი ჰილსის პირველი სახლი 2007 წელს 24.5 მილიონს დოლარად იყიდა, 10 წლის შემდეგ კი მეზობლის სახლიც გამოისყიდა და სრულიად უპრობლემოდ 12.9 მილიონი დოლარი გადაიხადა ახალ სახლში.

პირველ სახლში შვიდი საძინებელი, ამავე რაოდენობის სველი წერტილები, ტენისის კორტები, საცურაო აუზი და 6 მანქანის სადგომია. მეორე სახლი შედარებით მცირე ზომისაა და მხოლოდ 4 საძინებლისგან და დიდი მწვანე ეზოსგან შედგება, სამწუხაროდ ბეზოსი ნაკლებად სტუმართმოყვარეა და სახლის შიდა ინტერიერს არავის ანახებს, თუმცა ექსტერიერიდან ჩანს, რომ შიგნით ცუდი არ უნდა იყოს.

ყველასთვის საყვარელი მსახიობი ჯენიფერ ანისტონი მილიარდელი ნამდვილად არ არის, თუმცა ცნობილი ადმიანების სიაში უკვე დიდი ხანია წერია, ანისტონი განხილვის საგანი ხშირად გამხდარა და მისი ქონებაც ყველასთვის ცნობილია. მსახიობი წლების წინ ბრედ პიტის საცოლე იყო, მათი ქორწინების დროს შეძენილი სახლი კი 49 მილიონ დოლარად იყიდებოდა, 2019 წლის ოქტომბერში კი მას ფასი დააკლეს და 44.5 მილიონ დოლარზე ჩამოიყვანეს. პიტისა და ანისტონის სასახლე 2006 წლიდან, მათი ოფიციალური გაშორების დღიდან დაკეტილია.

44.5 მილიონიანი სახლის გარდა მსახიობი კალიფორნიაში ულამაზეს სასახლეს ფლობს და სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებს ფოტოებს. სახლის ფასი 21 მილიონი დოლარია და ულამაზეს კალიფორნიას გადაჰყურებს. 4 საძინებელი, უზარმაზარი აივანი და 6 ოთახი სველი წეტილებისთვის, როგორც ჩანს, სივრცეს არ უჩივის მსახიობი.

ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი და გამომგონებელი ილონ მასკი უძრავი ქონების დიდი მოყვარულია, SpaceX-ის დამფუძნებელს არაერთი სახლი აქვს და კიდევ აპირებს რამდენიმეს შეძენას. „უოლ სთრიით“ ჟურნალის ცნობით, 2012 წლამდე ილონ მასკმა 100 მილიონ დოლარად 7 სახლი შეიძინა და რამდენიმე კიდევ მიამატა ბოლო წლებში. მასკის 7 სახლიდან ექვსი ლოს ანჯელესში მდებარეობს ერთი კი სა-ხოსესთან ახლოს არის კალიფორნიაში.

ილონ მასკის სახლების ღირებულება საშუალოდ 4.9 მილიონი დოლარიდან 27.3 მილიონ დოლარამდე მერყეობს. სახლებში სართულებზე გაშენებული რამდენიმე საძინებელი, ტენისის კორტები, საცურაო აუზები და ათობით მანქანის სადგომებია.

ამერიკელი მსახიობი და კინოპროდუსერი ლეონარდო დიკაპრიო, კუნძულის გარდა 6 სახლის მფლობელია და მათი ღირებულება მილიონობით დოლარს შეადგენს. 46 წლის მსახიობი ძირითადად დროს ნიუ-იორკში ატარებს და გადაღებების შემდეგ დასასვნებლად წყნარი ოკეანის სანაპიიროზე 11 მილიონიან სახლში ისვენებს.

2008 წელს მსახიობმა ნიუ-იორკში 3.67 მილიონ დოლარად აპარტამენტი იყიდა, 2008 წელს კი 8 მილიონ დოლარად კიდევ ერთი სახლი შეიძინა. მსასხიობს ჰოლივუდშიც აქვს უმშვენიერესი სახლი, რომლის ფასიც 23 მილიონი დოლარია. ჰოლივუდის სასახლეს საცურაო აუზი, კორტები და მანქანის რამდენიმე სადგომი აქვს.

სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელი და მილიარდერი ბიზნესმენი, მარკ ცუკერბერგი 36 წლის ასაკში უკვე მსოფლიო მილიარდელების სიის ათეულშია. ცუკერბერგი დიდ ქონებასა და მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ფლობს და თავის მეუღლესთან, პრიცილა ჩანთან ერთად კალიფორნიაში ცხოვრობს.

ცუკერბერგის სახლი კალიფორნიაში მეტად მოკრძალებულია. სახლს 3 სართული, საცურაო აუზი და გოლფის პატარა მოედანი აქვს, თუმცა მილიარდერის ქონება კალიფორნიაში არ მთავრდება. 2019 წლის ზამთარში მარკმა ჩრდილოეთ ამერიკაში ტაჰოს ტბაზე 59 მილიონ დოლარად სახლი შეიძინა, რომლის ბილიკი პირდაპირ ტბაზე გადის და სახლი ულამაზეს ტყეშია ჩამალული.

მოამზადა ელენე მეტრეველმა