Samsung-ის დირექტორი პოსტს ტოვებს და ციხეში მიდის

სამხრეთ-კორეული კომპანია Samsung-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლი სან ხუნმა თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი პროფკავშირებისთვის ხელის შეშლის საქმეზე მისთვის გამოტანილი განაჩენი გახდა - წერს სააგენტო Yonhap-ი კომპანიაზე დაყრდნობით.

2019 წლის 17 დეკემბერს ლი სან ხუნი პროფკავშირების საქმიანობის კანონმდებლობის დარღვევაში დამნაშავედ სცნეს. მას 18 თვით თავისუფლების აღკვთა მიუსაჯეს. აღნიშნული საქმე Samsung-ის 32 თანამშრომელს შეეხო, აქედან 26 დამნაშავედ სცნეს. გასამართლებულები ცდილობდნენ პროფკავშირების წევრების პირადი ინფორმაციის გამოყენებას იმისათვის, რომ მათი გავლენა შეემცირებინათ.

როგორც სააგენტო წერს, დირექტორთა საბჭო ახალ დირექტორს მალე აირჩევს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს Samsung-ის ტოპ-მენეჯერები სკანდალური საქმეების გამო ყურადღების ცენტრში არიან. ასე მაგალითად, 9 დეკემბერს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტსა და კიდევ ორ მაღალი თანამდებობის მქონე პირს ფინანსური მაქინაციების გამო 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კოკა კვირკველია