ავტომობილების წარმოებიდან ტურიზმამდე - ეკონომიკის სექტორები, რომელსაც კორონა ვირუსი აზარალებს

კორონა ვირუსმა უარყოფითი გავლენა უკვე მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნეგატიური ეფექტი ხაგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება.

საავტომობილო წარმოებიდან დაწყებული, ტურიზმის ჩათვლით „დაავადებულია“ კორონა ვირუსით. ამასთან, დაავადებამ გავლენა იქონია საფონდო ბირჟებზეც.

კორონა ვირუსით დაზარალებული სექტორების ჩამონათვალი კი ასეთია:

წარმოების ქსელი

მრავალი კომპანია იძულებული გახდა, რომ ჩინურ საწარმოებში წარმოება შეეჩერებინა. ამის მიზეზი, ჩინეთის მიერ დაწესებული აკრძალვები გახდა.

კერძოდ, Airbus-მა წარმოება შეაჩერა ტიანცზინში. ამ ქალაქში კომპანია თვეში დაახლოებით, ექვს A320-ს აწარმოებს, შესაბამისად, ეს უარყოფით გავლენას იქონიებს კომპანიის საქმიანობაზე.

ამასთან, არიან სხვა კომანიებიც, რომლებიც იძულებული გახდნენ იგივე ზომებისთვის მიემართათ. კერძოდ, საუბარია: Toyota-ზე, General Motor-სა და Volkswagen-ზე.

კიდევ ერთ ავტომწარმოებელს - Honda-ს კი, ვისრუსის გამო, სამი ქარხანის მუშაობა აქვს შეჩერებული.

ტურიზმი

მსოფლიოში მოგზაურობის თვალსაზრისით, ბოლო წლების განმავლობაში ჩინელი ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. თუ 2000 წელს ჩინელი ტურისტების რაოდენობა 10,5 მლნ იყო, 2018 წელს 150 მლნ-ს მიაღწია. ეს ციფრები კი მიუთითებს, რომ ტურიზმი არის ის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც კორონა ვისუსმა ყველაზე მეტად დააზარალა.

ამასთან, დაავდება ნეგატიურად აისახა ყველა იმ სექტორზე, რომელიც ტურიზმთან არის დაკავშრებიული. მაგალითად ისეთი, როგორიცაა მომსახურება და სასტუმროები.

სილამაზის ინდუსტრია

UBS Bank- ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კორონა ვირუსის გამო, სილამაზის ინდუსტრია შესაძლოა, დიდი კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს.

ყველასთვის ცნობილია, რომ ეს სექტორი საცალო მოხმარებელზეა დამოკიდებული, ჩინელი მომხმარებლები კი, მათ საკმაოდ დიდი ნაწილია.

UBS– ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ Estée Lauder-ი განსაკუთრებით დაუცველია კორონა ვირუსის გარშემო არსებული ვითარების გამო, რადგან კომპანიის შემოსავლების ნახევარი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებზე მოდის.

ბრენდული ტანსაცმელი

ფუფუნების ბრენდი Burberry, ისევე, როგორც ამ კატეგორიის სხვა ძვირად ღირებული კომპანიები, აღნიშნავენ, რომ ჩინეთში მათი ბიზნესი ურთულეს მდგომარეობაშია. მეტიც, შესაძლოა, სექტორი კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს, თუ კორონა ვირუსის არ გაჩერდა.

როგორც ანალოტიკოსები აცხადებენ, დაავადებამ ასევე მნიშვნელოვანდ დააზარალა სხვა ყველა ფუფუნების საგნების მწარმოებლებიც.

ალკოჰოლური სასმელები

კიდევ ერთი სექტორი, რომელზეც კორონა ვირუსი ნეგატიურ ადაისახა, ალკოჰოლური საასმელებია. UBS-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბრენდები, როგორიცაა Brown-Forman, Diageo, Pernod Ricard და Rémy Martin ყველაზე დაუცველებად ითვლება, რადგან კომპანიების გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა.

ნინი ქეთელაური