რეფინანსირების აუქციონზე ოთხი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა

ეროვნული ბანკის დღევანდელ, 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 500 000 000 ლარი შეადგინა, განაცხადი ოთხ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი- 4.00 პროცენტით, მაქსიმალური -4.01 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი -4.00 პროცენტით განისაზღვრა.

რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს.