ვისი ვალი აქვს საქართველოს - წლიურად სახელმწიფო საგარეო ვალი 210 მლნ დოლარით გაიზარდა

2020 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,677 მილიარდ დოლარს (16,425 მლრდ ლარი) გადააჭარბა.

რაც წინა თვესთან შედარებით, 63,242 მლნ დოლარით ნაკლები, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 210,365 მლნ დოლარით მეტია.

კერძოდ, 2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,740 მილიარდ დოლარს (16,461 მლრდ ლარი) გადააჭარბა. 2019 წლის იანვრის მონაცემებით კი, სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5,466 მლრდ დოლარს (14,513 მლრდ ლარს) აღემატებოდა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 948,241 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 903,505 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,239 მლრდ დოლარს აჭარბებს.

რას შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 26,666 მლნ დოლარი
  • ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 993 ათასი დოლარი
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 124,320 მლნ დოლარი
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 558,376 მლნ დოლარი
  • ევროგაერთიანება (EU) – 41,853 მლნ დოლარი.
  • სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 34,278 მლნ დოლარი
  • სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 796 ათასი დოლარი

რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 იანვრის მდგომარეობით, 1,068 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი - 937,622 მილიონი ლარი; იაპონია - 612,011 მილიონი ლარი; რუსეთი - 148,595 მილიონი ლარი.

სხვა ქვეყნების მიმართ კი საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:

  • სომხეთი - 20,635 მილიონი ლარი
  • აზერბაიჯანი - 19, 383 მილიონი ლარი
  • ავსტრია - 53,473 მილიონი ლარი
  • ჩინეთი - 3,768 მილიონი ლარი
  • ირანი - 14,738 მილიონი ლარი
  • ყაზახეთი - 38,401 მილიონი ლარი
  • კუვეიტი - 25,223 მილიონი ლარი
  • ნიდერლანდები - 1,692 მილიონი
  • თურქეთი - 37,327 მილიონი ლარი
  • თურქმენეთი - 611 ათასი ლარი
  • უკრაინა - 260 ათასი ლარი
  • ამერიკა - 51,731 მილიონი ლარი
  • უზბეკეთი - 285 ათასი ლარი

ასევე სახელმწიფოს ვალად აქვს 1 446 700 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი (ევროობლიგაცია).

თაია არდოტელი