CNN- მსოფლიოში ზამთრის კურორტების რაოდენობა სულ უფრო მცირდება

მსოფლიოში ზამთრის კურორტების რაოდენობა სულ უფრო მცირდება, რამდენიმე მათგანი კი უკვე გაქრობის პირასაა- ამის შესახებ სტატიას CNN აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ბოლო წლებში გლობალური დათბობისა და ტემპერატურის მატების გამო მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ზამთრის კურორტს სერიოზული პრობლემები შეექმნა.

მსოფლიოს მასშტაბით ათობით ზამთრის კურორტზე თოვლი შესამჩნევად მცირე რაოდენობით მოდის, ზოგიერთ მათგანზე კი ნალექი საერთოდ არ მოვიდა.

ამასთანავე, კურორტების ნაწილისთვის ხელოვნური დათოვლიანებაც არ აღმოჩნდა გამოსავალი. ტემპერატურის მატების გამო ხელოვნური თოვლიც გადნა და კურორტები სათხილამურო ტრასების გარეშე დარჩნენ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) კვლევის თანახმად დედამიწაზე ტემპერატურის 1 გრადუს ცელსიუსით მომატება თოვლის ხაზს 150 მეტრით მაღლა სწევს. შესაბამისად იმ სათხილამურო კურორტებს, რომელებიც ზღვის დონიდან 1 000 მეტრზე დაბლა მდებარეობს გაქრობის საფრთხე ემუქრებათ.

ნიდერლანდების მეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა ევროპის მასშტაბით 1 131 მეტეოროლოგიური სადგური მოინახულა და დააგინა, რომ ბოლო 66 წლის განმავლობაში ევროპის მაღალმთიან რეგიონებში თოვლის საფარი 12%-ით შემცირდა.

ბექა ბერიაშვილი