ჩინეთმა კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსება 12,9 მლრდ დოლარამდე გაზარდა

ჩინეთის ხელისუფლებამ 9,7%-ით გაზარდა ქვეყანაში გავრცელებული კორონა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყოფილი დაფინანსება, ხელისუფლებამ დამატებით 8 მლრდ იუანი (1,14 მლრდ დოლარი) გამოყო. ჯამში კი დაფინანსებამ შეადგინა 90,1 მლრდ იუანი (12,9 მლრდ დოლარი).

როგორც ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში წერია, დამატებით გამოყოფილი თანხის 43% ჰუბეის პროვინციას მოხმარდება, სადაც ყველაზე მეტი დაინფიცირების შემხთვევა ფიქსირდება.

16 თებერვლის მდგომარეობით ჩინეთში, ახალი კრონავირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1 665-ს მიაღწია. სულ კი ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 68 500-მდეა.

კოკა კვირკველია