British Airways-ის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ნიუ-იორკიდან ლონდონამდე რეგულაურ რეისს ასრულებდა, მანძილი რეკორდულად მცირე დროში 4 საათსა და 56 წუთში დაფარა.
როგორც ბრიტანული პრესა წერს, Boeing-747-მა 1200 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა და ხმის სიჩქარესთან მიახლოება ზურგის ძლიერი ქარის წყალობით შეძლო, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩრდილოეთ ამერიკიდან შტორმ „სიარას“ სახელით გავცრელდა. როგორც პრესა წერს, აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა Norwegian Air-ის თვითმფრინავს, რომელმაც იგივე მანძილი 2018 წლის იანვარში 5 საათსა და 13 წუთში დაფარა. საშუალო ფრენის ხანგრძლივობა კი ამ მარშრუტზე 6 საათსა და 13 წუთს შეადგენს.