თბილისში, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 8 601 300 ლარს ( 2 995 090 დოლარი) შეადგენს.
როგროც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 650 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 2000 კვ.მ.
ახალაშენებულ კერძო სახლს აქვს 8 ოთახი, აქედან 5 საძინებელია, ასევე, 5 სველ წერტლი, 2 "მასტერბედრუმი", დიდ მისაღები ოთახი, სამზარეულო სასადილო, სატრენაჟორო, მარანი, მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები.
განცხადების თანახმად, ეზო გამწვანებულია, აქვს საცურაო აუზი, ავტოფარეხი კი 5 ავტომიბილზეა გათვილილი. გარდა ამისა, შიდა და გარე პერიმეტრი აყვანილია დაცვაზე. სახლი კი სრულად არის აღჭურვილი ტექნიკითა და ავეჯით.