„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებით, დღეს, 17 თებერვალს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ქალაქ დმანისს და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს: განთიადს, კაზრეთს, ქვეშს.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია „წითელი ხიდი - წალკა-ახალქალაქის“ მაგისტრალური გაზსადენის მე-80 კმ-ზე დაზიანების გამო ახორციელებს აღდგენით სამუშაოებს, რის გამოც, მიმდინარე წლის 17 თებერვალს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ქალაქ დმანისს და დმანისის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: განთიადს, კაზრეთს, ქვეშს“ ,- აღნიშნულია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებაში.