ნათია თურნავა აცხადებს, რომ ტურიზმის სამინისტროს შექმნის ინიციატივა ამ ეტაპზე არ განიხილება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ტურიზმის სამინისტროს შექმნის ინიციატივა ამ ეტაპზე არ განიხილება.

„მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს ინიციატივა არ იხილება, მე რასაც ვუყურებ, ისე ვითარდება ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, რომ ნამდვილად ეკონომიკის სამინისტროს მაგივრად, ტურიზმის სამინისტრო რომ ვიყოთ, მთლად უკეთესი იქნება. მე პირადად მივესალმები“, - აცხადებს თურნავა.