ჩინეთში იანვარში უცხოურმა ინვესტიციებმა 12,68 მილიარდი დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის იანვარში ჩინეთში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 12,68 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ორშაბათს ჩინეთის კომერციის სამინისტრო იუწყება.

ანგარიშის თანახმად, რომელიც უწყების ვებგვერდზე გავრცელდა, დინამიკამ ჯამში შეინარჩუნა 2019 წლის ბოლო სამი თვის ტენდენცია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამ მონაცემებში არაა შესული სახსრების გადაადგილების მონაცემები საბანკო სფეროდან, ასევე ფასიანი ქაღალდებისა და დაზღვევის სფეროებიდან.

საანაგრიშო პერიოდში უცხოური ინევსტიციები დარგების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა: ჩინეთის მაღალტექნოლოგიურ დარგში 4,49 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდა, სამეცნიერო კვლევით ნაწილში - 1,2 მილიარდი დოლარი, უახლესი ტექნოლოგიების სფეროში კი 3,28 მილიარდის. გაზრდილია მაჩვენებლები ფარმაცევტულ, სამედიცინო მომსახურებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროებში.

რაც შეეხება ქვეყნებს, უცხოური ინვესტიციების ძირითადი წილი მოვიდა სინგაპურზე, კორეის რესპუბლიკასა და იაპონიაზე.

კოკა კვირკველია