კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას გზაზე მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფარავანის უღელტეხილზე 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი მოიხსნა.

ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.