საქმიანი კონტაქტების დამყარება თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და აუცილებელი უნარია.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დასაქმებულთა 85%-მა სწორედ ნეთვორქინგის დამსახურებით დაიწყო სასურველ პოზიციაზე მუშაობა.
სანაცნობო წრის გაფართოება ახალი შესაძლებლობების გაჩენას, საქმიანი კონტაქტების მარტივად დამყარებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას უკავშირდება. შესაბამისად, ნეთვორქინგის უნარების განვითარება ნებისმიერი ადამიანისთვის საჭირო და სასარგებლოა.
ნეთვორქინგი რამდენადაც საჭირო, იმდენად რთული პროცესიცაა. სრულიად უცნობ ადამიანებთან მისვლა და თავის წარდგენა ბევრისთვის წარმოუდგენელია. სწორედ ამ თემაზე ისაუბრებს ცნობილი ტრენერი, „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და „ანტიგაყიდვების“ ავტორი დავით ჩიკვაიძე მასტერკლასზე, რომელიც 27 თებერვალს, 19:00 საათზე, „ლურჯი ოკეანის” ორგანიზებით, სასტუმრო „იოტაში“ (მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა #10) გაიმართება.
დავით ჩიკვაიძის თქმით, ახალი ნაცნობების შეძენა რომ საკმაოდ რთულია, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი: „გასულ წელს ნეთვორქინგის ერთ-ერთ ღონისძიებაზე ვიყავი, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ როგორც ნაცნობები, ისე სრულიად უცხოებიც. მაშინ გადავწყვიტე, რაღაც პერიოდის განმავლობაში დავკვირვებოდი, როგორ ურთიერთობდნენ ადამიანები ერთმანეთთან - ღონისძიების მთავარი მიზანი ახალი კონტაქტების შეძენა იყო.
პირველი, რაც მარტივად შევამჩნიე: ადამიანები დიდი მონდომებით ეძებდნენ ნაცნობებს, ახალ კონტაქტებს კი შორიდან უტრიალებდნენ - თითქოს ახლოს მისვლას ვერ ბედავდნენ. მოკლედ, უმეტესობა ახალი კონტაქტის დამყარებას გაურბოდა. მერე საკუთარ თავს დავუკვირდი... არც მე ვიყავი გამონაკლისი - ძირითადად ძველ ნაცნობებთან ურთიერთობით შემოვიფარგლებოდი. წამოსვლისას მთელი გზა ვფიქრობდი: რამდენი ანტინეთვოქრინგული ჩვევა გვაქვს და რით შეიძლება ჩავანაცვლოდ ის ჩვენსავე სასიკეთოდ?“ - აღნიშნავს დავით ჩიკვაიძე.
როგორც „ლურჯი ოკეანის“ მენეჯერი ანა დარჯანია აღნიშნავს, სწორედ ტრენერის პირადი გამოცდილება გახდა მასტერკლასის გამართვის საფუძველი: „მასტერკლასი არის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ ნეთვორქინგული უნარები გაიუმჯობესონ და პროფესიული სანაცნობო წრე გაიფართოვონ. დავით ჩიკვაიძის პროფესიული გამოცდილება მოსულ სტუმრებს ამაში ნამდვილად დაეხმარებათ,“ - აღნიშნავს პროექტის მენეჯერი.
შეგახსენებთ, დავით ჩიკვაიძის მასტერკლასი 27 თებერვალს, 19:00 საათზე, „ლურჯი ოკეანის” ორგანიზებით სასტუმრო „იოტაში“ (მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა #10) გაიმართება.
ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა ბილეთების შეძენა: tkt.ge/BlueOcean
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/471903683715068/