48,5%-ით გაზრდილი იმპორტი - რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

2020 წლის იანვარში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის მაჩვენებელი 14,6%-ით შემცირდა და 33,446 მლნ დოლარი შეადგინა.

სამაგიეროდ, 48,5%-ით გაიზარდა იმპორტი, კერძოდ, 2020 წლის იანვარში ჩრდილოეთიდან იმპორტის მოცულობამ 72,599 მლნ დოლარი შეადგინა.

„საქსტანტის“ ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 72.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (117.1 მლნ აშშ დოლარი), ჩინეთი (109.4 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (106.0 მლნ აშშ დოლარი).

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთისგან.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 9 773 100 დოლარი
  • ფეროშენადნობები - 9 452 300 დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 3 002 200 დოლარი
  • ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 2 469 700 დოლარი
  • სპირტიანი სასმელები - 2 437 700 დოლარი

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 14 111 100 დოლარი
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სხვა - 9 279 300 დოლარი
  • ელექტროენერგია - 6 844 700 დოლარი
  • ხორბალი და მესლინი - 6 104 300 დოლარი
  • სატელეფონო აპარატები - 3 148 000 დოლარი
ლიკა ამირაშვილი