Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2,8400 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8533 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 18 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8631 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1010 ლარია.
ცნობისათვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომლითაც ხორციელდება ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ სისტემაში საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად, დღის ბოლოს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს ადგენს.