ტანსაცმლის ბრენდმა Supreme ორცხობილების მწარმოებელ Oreo-სთან ერთობლივი პროექტი წარმოადგინა. როგორც გამოცემა AdAge წერს, ამ ტკბილეულზე ყველაფერი Supreme-ის ფერებშია გადაწყვეტილი - წითელსა და თეთრში.
მისი ფასი 8 დოლარია, თუმცა უკვე ახლა Ebay-ზე გაჩნდა განცხადება, სადაც ამ ორცხობილას 200 დოლარად ყიდიან.
ასეთი სხვაობა ფასს შორის გამოწვეულია იმით, რომ ბრენდ Supreme-ზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა ბრენდის ფანების მხრიდან. ის ძალიან პოპულარული ბრენდია სკეიტერებსა და მუსიკოსებს შორის. მას ერთგვარი ამბოხებულების ბრენდის იმიჯი აქვს და მისი მარკეტინგიც შესაბამისია. ბრენდის სარეკლამო კამპანიებში მანამდე მონაწილეობა აქვთ მიღებული ისეთ ცნობილ სახეებს, როგორებიც არიან ქეით მოსი, ლედი გაგა, ლუ რიდი, ნილ იანგი და სხვა.