ირაკლი ღარიბაშვილი: სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურდება

სტიქიის შედეგად დაზარალებულ აჭარისა და გურიის მოსახლეობას მიყენებული ზარალი აუნაზღაურდება.

როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, აჭარაში მიმდინარე მოვლენებს ის ყურადღებით აკვირდება.

პრემიერის თქმით, პირადად მისი დავალებით იქ შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს, ამავდროულად, მინისტრებიც აქტიურად არიან ჩართული და აკვირდებიან მოვლენებს. "ის ზარალი, რომელიც მიადგათ აჭარისა და გურიის მცხოვრებლებს ამ სტიქიის შედეგად, იქნება დათვლილი და ჩვენ გამოვნახავთ შესაბამის ხარჯებს ბიუჯეტში, რომ მათი ეს ზარალი იქნას ანაზღაურებული", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრა.