სემეკმა "ფარავანი ჰესზე" ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა

შპს "საქართველო ურბან ენერჯის" საკუთრებაში არსებულ, მდინარე ფარავანზე განთავსებული 86.54 მგვტ სიმძლავრის ჰოდროელექტროსადგურ "ფარავანი ჰესის" ელექტროენერგიის წარმოებაზე სემეკმა ლიცენზია გასცა.

როგორც სემეკში განმარტავენ, "ფარავანი ჰესის" წლიური საპროექტო გამომუშავება 410 მლნ კვტსთ-ია.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო.