შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქო გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დასახელების უაქციზო თამბაქო, საერთო ჯამში კი - 69,800 ღერი (349 ბლოკი) გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განხორციელდა უაქციზო სიგარეტის უსასყიდლოდ ჩამორთმევა, რის საფუძველზეც შედგა შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის თანახმად, ჩამორთმეული თამბაქოს მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ 13,960 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.