პროდუქტები, რომელსაც  ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში

თურქეთი საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა.

2020 წლის იანვარში თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ 117 073 300 დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული პროდუქციის მაჩვენებელი 19 862 500 დოლარამდე შემცირდა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 21 324 500 დოლარი იყო.

სამაგიეროდ, 2020 წლის იანვარში გაიზარდა იმპორტი, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში თურქეთიდან შემოსული პროდუქტების რაოდენობამ 97 210 800 დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 92 283 300 დოლარი იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთისგან.

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ფეროშენადნობები - 3 320 400 დოლარი
  • ტრიკოტაჟის ნაწარმი - 3 002 900 დოლარი
  • ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან - 1 989 600 დოლარი
  • ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 1 502 300 დოლარი
  • ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები, თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების - 1 350 300 დოლარი

თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 3 222 000 დოლარი
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 2 744 000 დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 2 628 300 დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 2 621 800 დოლარი
  • ციტრუსების ნაყოფი - 2 160 800 დოლარი

ლიკა ამირაშვილი