ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში მომავალი შვიდი წლის ბიუჯეტზე შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში მომავალი შვიდი წლის ბიუჯეტზე შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.

2021-2027 წლების ბიუჯეტის განსახილველად რიგგარეშე სამიტი დღეს გაიმართება. მედიის ცნობით, ბიუჯეტის საკითხის განხილვის გადადებამ შესაძლოა, სერიოზული პრაქტიკული და პოლიტიკური პრობლემები გამოიწვიოს, რაც ევროკავშირის ამჟამინდელ პროგრამებს შეაფერხებს და ახალი პროექტების დაწყებას გაართულებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ბრექსიტის შემდეგ ბიუჯეტს პირველად ათანხმებს. 2021 წლამდე გარდამავალი პერიოდი გაგრძელდება, რომლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წესებს დაემორჩილება და საწევრო გადასახადს გადაიხდის, თუმცა ამავდროულად აღარ იქნება წარმოდგენილი ორგანიზაციის ინსტიტუტებში. ბრექსითის განხორციელების შემდეგ ევროკავშირის ბიუჯეტს 2021-2027 წლებში 75 მილიარდი ევრო დააკლდება. ევროკავშირის ლიდერების მიერ ბიუჯეტის პროექტის შეთანხმების შემდეგ, ის ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.