საქართველოს ბიუჯეტს 2020 წელს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, საქართველოს ეკონომიკას ეს პოლიტიკური არასტაბილურობა საშუალოვადიან პესპექტივაში საფრთხეს უქმნის, -ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, პრაქტიკულად, ბიუჯეტის შესრულებას არ ექმნება საფრთხე, თუმცა „ბიზნეს გარემოს, თუ ინვესტორი ვანერვიულეთ და არასტაბილური განცდა მივეცით, შემდეგ წლებში დაგვარტყამს“.
„ის ინვესტიცია, რაც დღეს უნდა განხორციელებულიყო, რაღაც კომპანია გახსნილიყო და ვიღაც შემოსულიყო, ის რომ არ შემოვა, ამ წლის ბიუჯეტს კი არ დააზიანებს, მაგრამ შემდეგი წლების განვითარებას ერთმნიშვნელოვნად შეაფერხებს, მაგრამ ბიუჯეტს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.