იანვარში კომერციული ბანკების მოგება 41,7%-ით გაიზარდა

2020 წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 41,7%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, გასულ თვეს კომერციული ბანკებმა 96,026 მლნ ლარის მოგება მიიღეს, რაც 28,271 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის იანვარში ბანკების წმინდა მოგებამ 67,755 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, იანვარში ბანკების შემოსავლებმა 410,942 მლნ ლარი, ხოლო ხარჯებმა 305,938 მლნ ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2020 წლის იანვარში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,939 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 71,499 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 30,328 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში ბანკებმა 8,608 მლნ ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953,635 მლნ ლარი შეადგინა.