Shell-ის პროგნოზით, თხევად გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება

2040 წლისთვის ბუნებრივ თხევად გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება და 700 მლნ ტონას მიაღწევს. ამის შესახებ ენერგოკომპანია Royal Dutch Shell-ის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს მსოფლიო ბაზარზე თხევად გაზზე მოთხოვნა 12, 5%-ით გაიზარდა და 359 ტონას მიაღწია. როგორც Shell ვარაუდობს, მომდევნო წლებში დომინანტ მომხმარებლად აზია დარჩება, ხოლო სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია მოთხოვნის ნახევარზე მეტს უზრუნველყოფენ.

აღსანიშნავია, რომ თხევადი გაზი განსაკუთრებით მოთხოვნადი სწორედ 2019 წელს გახდა.

აღნიშული ბუნებრივი გაზი გამოყოფს 45-55%-ზე ნაკლებ გამონაბოლქვს, ვიდრე ნახშირი.

ამასთან, გასულ წელს დამატებით 40 მლნ ტონა გაზის მაღება გახდა შესაძლებელი, ამ მიმართულებით განხორციელებულმა ინვესტიციებმა კი რეკორდს მიაღწია.

ანგარიშის მიხედვით, ევროპამ იმპორტი 74%-ით გაზარდა და თხევადი გაზი გაცილებით კონკურენტუნარიანი იყო, ვიდრე ნახშირი.

როგორც Shell -ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, გასულ წელს ჩინეთში თხევად გაზზე მოთხოვნა 14%-ით გაიზარდა, ამის მიზეზი კი, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება იყო.

ნინი ქეთელაური