„გაგუას კლინიკამ“ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა

დღეს დასრულდა გერმანული აუდიტორული კომპანია KTQ-ის ექსპერტების მიერ „გაგუას კლინიკის“ რამდენიმე თვიანი აუდიტის პროცესი, რომლის მთავარ მიზანს გაგუას კლინიკაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობის შეფასება და სერტიფიცირება წარმოადგენს.

„გაგუს კლინიკა“ არის პირველი პერინატალური დაწესებულება საქართველოში, რომელმაც KTQ-ის სერტიფიცირება “საავადმყოფოს სამედიცინო ხარისხის და გამჭვირვალობის’’ შესახებ წარმატებით გაიარა.

"KTQ-ის სერტიფიცირებამ საშუალება მოგვცა, განსაკუთრებული აქცენტი გაგვეკეთებინა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პაციენტის უსაფრთხოება, პაციენტის კმაყოფილებაზე ორიენტაცია, ხარისხის სამსახურის მართვა და რისკის მენეჯმენტი. KTQ-International- ის მიერ მინიჭებული სერტიფიკატი კიდევ ერთხელ იმის დასტურია, რომ გაგუას კლინიკის მომსახურების ხარისხი შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი კლინიკა განაგრძობს მუდმივ ზრუნვას ხარისხის გაუმჯობესებაზე და ამის დასადასტურებლად მომავალშიც მიმართავს აღიარებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს აუდიტისა და სერტიფიცირებისათვის” - აცხადებენ „გაგუას კლინიკაში“.

(R)