თბილისი ევროპულ ქალაქებს შორის IFD-ის რენტაბელობის მიხედვით პირველ ადგილზეა

თბილისი ევროპულ ქალაქებს შორის IFD-ის რენტაბელობის მიხედვით პირველ ადგილზეა. „მომავალი მთავარი ევროპული ქალაქები და რეგიონები პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის 2020-2021 წლებში“, - რეიტინგი ამ სახელწოდებით გაზეთმა „The Financial Times- ის“ სპეციალურმა რესურსმა fDi Intelligence-მა გამოაქვეყნა. თბილისი კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რენტაბელობის (Cost Effectiveness) მიხედვით ევროპის წამყვან ქალაქებს შორის პირველ ადგილზე დასახელდა.

ქალაქების შერჩევა განხორციელდა ისეთი კატეგორიების მიხედვით, როგორიცაა: ქონების რეგისტრაციის საფასური, მოგების გადასახადი, მშენებლობის ნებართვა, სამრეწველო ხარჯები და სხვა.

კვლევის ფარგლებში მონაცემები 505 ლოკაციიდან შეგროვდა (მათ შორის: 319 ქალაქი, 148 რეგიონი და 38 სპეციალური ზონა LEP), 100-მდე სხვადასხვა ინდიკატორის გათვალისწინებთ (მათ შორის: მშპ, უცხოური ინვესტიციების მოცულობა, დანახარჯები განათლებაზე, საშუალო ხელფასი, გადასახადების მოცულობა, ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაცია, პროფილური რეიტინგები და სხვა).

აღნიშნული რეიტინგი მზადდება 2003 წლიდან. მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად და მოიცავს ევროპული ქალაქების ანალიზს ბიზნესის კეთების, საინვესტიციო კლიმატის განვითარებისა და ცხოვრების დონის მიხედვით.

ანგარიშში გაანალიზებულია ევროპული ქალაქების შესაძლებლობები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ასევე, გამოვლენილია გამარჯვებულები სხვადასხვა ისეთი კატეგორიის მიხედვით როგორიცაა: მომავალი ევროპული ქალაქების TOP 25, ქალაქების ათეული ადამიანური კაპიტალისა და ცხოვრების დონის, ბიზნესისადმი მეგობრული გარემოს, ეკონომიკური პოტენციალისა და კავშირების მიხედვით.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.