თბილისის მერიის ინფორმაციით, FDI Intelligence-ს მიერ შემუშავებულ მომავლის ევროპის ქალაქების ხარჯეფექტურობის რეიტინგში თბილისმა პირველი ადგილი დაიკავა.
მათივე ცნობით, ცნობილმა გამოცემამ FDI Intelligence გამოაქვეყნა რეიტინგი - European Cities and Regions of the Future 2020/21 (მომავლის ევროპის ქალაქები და რეგიონები 2020/2021), რომლის მიხედვითაც თბილისმა დაიკავა პირველი ადგილი ნომინაციაში Major European Cities of the Future 2020/2021 – Cost Effectiveness (მომავლის ევროპის მნიშვნელოვანი ქალაქები 2020/2021 -ხარჯეფექტურობა), ასევე მესამე ადგილი დაიკავა ნომინაციაში - Small European Regions of the Future 2020/21 - Cost Effectiveness (მომავლის ევროპის მცირე რეგიონები 2020/2021 - ხარჯეფექტურობა).
„ევროპის მნიშვნელოვანი ქალაქების საუკეთესო ნომინანტებს შორის წარმოდგენილია ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცაა ლონდონი, პარიზი, ვარშავა, მადრიდი, ამსტერდამი და დუბლინი. რეიტინგის შედგენისას მონაცემები ევროპის მასშტაბით 505 ლოკაციიდან შეგროვდა და შეფასდა ხუთი კატეგორიის მიხედვით: ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური კაპიტალი, ხარჯეფექტურობა, დაკავშირებულობა და ბიზნესისადმი მეგობრულობა (Economic Potential, Human Capital and Lifestyle, Cost Effectiveness, Connectivity and Business Friendliness). თბილისის მერიამ გამოცემას აქტიური მხარდაჭერა გაუწია ქალაქის შესახებ ინფორმაციის შეგროვების პროცესში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.