ინტერნეტ პროვაიდერების ნაწილი ოფშორშია დარეგისტრირებული და ცალკეულ შემთხვევაში რთულია დაადგინო, რეალურად ვინ დგას კონკრეტული კომპანიის უკან, თუ ის იმავდროულად ტელევიზიასაც არ ფლობს, - ამის შესახებ აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში, რომელიც ეხება ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის ბაზარზე არსებული მსხვილი ოპერატორების მფლობელებს და და მათ ბიზნესკავშირებს.
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ შეისწავლა 2018 წელს ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის ბაზარზე არსებული მსხვილი ოპერატორების მფლობელობა და მათი ბიზნესკავშირები. კვლევაში, ასევე, მიმოხილულია მოსახლეობაში ინტერნეტის გავრცელების და მოხმარების საკითხები.
ინტერნეტ პროვაიდერების ნაწილი ოფშორშია დარეგისტრირებული და ცალკეულ შემთხვევაში რთულია დაადგინო რეალურად ვინ დგას კონკრეტული კომპანიის უკან, თუ ის იმავდროულად ტელევიზიასაც არ ფლობს. კანონმდებლობის თანახმად, მაუწყებლის მფლობელების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია.
ინტერნეტის პოპულარობის ზრდასთან ერთად მწვავედ დგას ინტერნეტის მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცულობის საკითხი. დღეს არსებული კანონი მომხმარებელს ფარული მიყურადებისა და თვალთვალისგან სათანადოდ ვერ იცავს. ფარული მოსმენის არსებული სისტემის არაკოსტიტუციურად ცნობას მოითხოვს არასამთავრობო სექტორი და მოქალაქეები. საქმე საკონსტიტუციო სასამართლშია“, - ნათქვამია კვლევაში.