ახალი Sorento-ს და Kia Rio-ს დებიუტი პარიზის ავტოშოუზე !

2014 წლის 2 ოქტომბერს პარიზის ავტოშოუზე შედგება ახალი ”კია სორენტოს” და ამავდროულად განახლებული ”კია რიოს” დებიუტი, რომელიც საგამოფენო სტენდზე ახალი Kia Optima T-Hybrid- ის კონცეფტის გვერდით იქნება წარმოდგენილი.

”კია მოტორსი” ამ ავტოშოუზე აქცენტს ელექტრო ძრავის ეკონომიურობაზე და ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზე გააკეთებს. ახალი ”კია სორენტო” გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, პრემიუმ კლასის ინტერიერით და მეტი პრაქტიკულობით. ის სთავაზობს მომხმარებლებს ოფციების მრავალფეროვან არჩევანს, ხოლო მისი გაძლიერებული კორპუსის სტრუქტურა უზრუნველყოფს მაღალი დონის უსაფრთხოებას. მყიდველს შეუძლია არჩევანი გააკეთოს - 3,3 ლიტრიან ბენზინის და 2,2 დიზელის სისტემის მქონე ძრავებში შორის.

ახალი ”სორენტოს” ყიდვა მთელ მსოფლიოში და ასევე საქართველოში 2014 წლის დეკემბრისთვის იქნება შესაძლებელი.

”კიას” ბრენდის გლობალური ბესტსელერი ”რიო” ,რომელიც 2013 წელს მსოფლიო მასშტაბით 471 000 ცალი გაიყიდა, 2015 წელს განიცდის მცირე ვიზუალურ ცვლილებებს. ასევე განახლდება ინტერიერის დეტალები, ხოლო ის ძირითადი ატრიბუტები, რომლებიც მას ასე პოპულარულს ხდიან მომხმარებელში – უცვლელი დარჩება.

”რიოს” სალონში იხილავთ ახალ ქრომირებულ დეტალებს და აუდიო სისტემას, ასევე ციფრულ რადიოს და ახალი თაობის აუდიო და ვიდეო ნავიგაციის სისტემას 7.0-inch -იანი Display-თ.

გაუმჯობესებული ”რიო” წარმოდგენილი იქნება 75-დან 109 ცხენის ძალამდე აღჭურვილი ძრავის ვერსიებით. რაც შეეხება სიჩქარეთა გადაცემის კოლოფს, არჩევანში იქნება ხუთ ან ექვს საფეხურიანი მექანიკური და ოთხ სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია. თბილისის კიას ავტოსალონში რიოს გაყიდვაში იხილავთ 2014 წლის დეკემბერში.