თურქეთმა 6 ევროპულ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი აამოქმედა

თურქეთმა 6 ევროპულ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი აამოქმედა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Dailysabah-ი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია ავსტრიის, ბელგიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებზე. „მათთვის უვიზო რეჟიმი 2 მარტიდან ამოქმედდება“ - , განაცხადა უწყების პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ.

აღსანიშნავია, რომ ახალი უვიზო რეჟიმი ითვალისწინებს თურქეთში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას 180-დღიან პერიოდში. ქვეყანა აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხსნის ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით და ამავდროულად კომერციული, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარება/გაუმჯობესების მიზნით ქვეყნებს შორის.

თურქეთი ამ დრომდე საკმაოდ პოპულარულ მიმართულებად რჩება ბრიტანელ ტურისტებში, გასულ წელს კუნძულოვანი სახელმწიფოდან თურქეთს 2,5 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა.

ქვეყანას 2019 წელს 51,9 მილიონი ტურისტი ეწვია, მათ შორის 44.7 მილიონი უცხოელი იყო, 7,2 მილიონი კი საზღვარგარეთ მცხოვრები ეროვნებით თურქი. გასული წლის მონაცემებით თურქეთი ტურისტების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეექვსე ადგილზე გავიდა.

კოკა კვირკველია