გერმანიის სასამართლომ Tesla-ს ქარხნის მშენებლობის გაგრძელების ნება დართო

ბერლინის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ მიიღო განხილვაში სარჩელი, რომელიც მიმართული იყო ამერიკული კომპანია Tesla-ს მხრიდან ქარხნის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სასამართლო ავრცელებს.

Tesla-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ორგანიზაციამ „ბრანდებურგის მწვანეთა ლიგამ“ და ბავარიის ლანდშაფტისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის ასოციაციამ. სარჩელის არმიღების საფუძვლად სასამართლომ კომპანიის მხრიდან მიწოდებული იურიდიული დოკუმენტაცია დაასახელა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი Tesla-ს ქარხნის მშენებლობა ბერლინთან ახლოს.

შეგახსენებთ, Tesla-მ გასული წლის ნოემბერში ბრანდერბურგთან ახლოს შეიძინა 300 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ევროპული „გიგა ქარხნის“ ასაშენებლად. ქარხანა წინასწარი მონაცემებით, 2021 წლისთვის უნდა გაიხსნას, სადაც წელიწადში 500,000-მდე მანქანის წარმოება იგეგმება. კომპანია 12,000 ადამიანს დაასაქმებს.

როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, Tesla-მ პირობა დადო, რომ ბუნებას აღარ გაანადგურებს და იზრუნებს ტყე გაწმინდოს მავნე მწერებისა და მღრღნელებისგან.

კოკა კვირკველია