„ტოიოტა ცენტრ თეგეტა“, TOYOTA C-HR-ის პოტენციურ მყიდველებს, სურვილისამებრ 3 საჩუქრიდან ერთ-ერთის არჩევას სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრ თეგეტა“, TOYOTA C-HR-ის პოტენციურ მყიდველებს, სურვილისამებრ 3 საჩუქრიდან ერთ-ერთის არჩევას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრ თეგეტა“ ავრცელებს.

„TOYOTA C-HR ეს ის მოდელია, რომლითაც „ტოიოტამ“ ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს - C-HR, ანუ Coupe High Rider, რაც მიმანიშნებელია, რომ ავტომობილის დიზაინი მოიცავს როგორც კუპეს, ასევე ქროსოვერის ელემენტებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ავტომობილზე მუშაობისას იაპონელი დიზაინერების მთავარი ინსპირაცია ბრილიანტი იყო. სწორედ ამიტომ შეინიშნება ბრილიანტის სილუეტი როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ასევე ინტერიერში.

„საქართველოში TOYOTA C-HR-ის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება, სწორედ ამიტომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ცდილობს წაახალისოს აღნიშნული მოდელის პოტენციური მყიდველები და CHR-ის „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ შეძენის შემთხვევაში სთავაზობს სურვილისამებრ შეარჩიოს 3 საჩუქრიდან ერთ-ერთი: ულიმიტო საწვავი 6 თვის განმავლობაში (GULF); „ზარაფხანას“ 1500 ლარიანი ვაუჩერი; „ართთაიმის“ 1500 ლარიანი ვაუჩერი.

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი C-HR-ის შეძენას „თიბისი ლიზინგის“ დახმარებით გადაწყვეტს, საშუალება ექნება შეიძინოს ახალი ავტომობილი სპეციალურ ფასად, თანამონაწილეობის გარეშე.

Toyota C-HR წარმოდგენილია როგორც ბენზინის, ასევე ჰიბრიდული ძრავით. თუ თქვენ არჩევანს შეაჩერებთ ჰიბრიდული ძრავის Toyota C-HR-ზე, ტოიოტა ცენტრი თეგეტა გადმოგცემთ „მწვანე ბარათს“, რომლის მეშვეობითაც თქვენ გახდებით ტოიოტას „მწვანე გზის კლუბის“ წევრი, რაც გულისხმობს, რომ ყოველ გავლილ 2 000 კმ-ზე, „აჯამეთის“ ტყე-პარკში თქვენს სახელზე დაირგვება ასწლოვანი მუხა, რომელიც გადაშენების პირასაა. ასევე გადმოგეცემათ გამწვანების ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სახლის ან ეზოს გასამწვანებლად შეარჩიოთ სასურველი მცენარე. შემოუერთდით ტოიოტა თეგეტას CSR კამპანიას და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.