აშშ-ში თითქმის 7 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და გაუმჯობესდა საოჯახო მეურნეობების მდგომარეობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტზე ყოფნის განმავლობაში. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ტრამპის არჩევიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 7 მილიონამდე ახალი სამუშაო ადგილი, მათ შორის 500 ათასი გადამამუშავებელ მრეწველობაში. გასულ წელს უმუშევრობის მაჩვენებელი იყო ყველაზე დაბალი ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, დაახლოებით 2,5 მილიონმა ამერიკელმა დააღწია თავი სიღატაკეს. 2017 წლიდან დღემდე საოჯახო მეურნეობების რეალური მდგომარეობა გაიზარდა 12 ტრილიონი დოლარით. თეთრი სახლის პროგნოზით, დაანონსებული რეფორმები კიდევ უფრო გაზრდის და გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში გაზრდილია ქვეყნის მშპ-ს ზრდისა და შრომის ბაზრის ტემპები.