საინვესტიციო კომპანიამ Sycamore Partners-მა შესაძლოა, Victoria's Secret-ის 55% შეიძინოს. ამის შესახებ The Wall Street Journal (WSJ) იუწყება. გამოცემის წყაროს ცნობით, კომპანია ამ წილის შეძენას L Brands-ისგან აპირებს, რომელიც Victoria's Secret-ის მფლობელი 1982 წლიდან არის.
გამოცემა წერს, რომ L Brands განაგრძობს 45%-ის ფლობას და ახალგაზრდული ხაზის Pink-ის მართვას. ამასთან, L Brands-ის ერთადერთ მსხვილ აქტივად დარჩება კოსმეტიკურ საშუალებათა მაღაზიების ქსელი, რომელიც მუშაობს ბრენდ Bath&Body Works-ის ქვეშ.
გამოცემის ცნობით, ბრენდ Victoria's Secret-ის ღირებულება შეფასებულია 1,1 მილიარდ დოლარად, ეს გვიჩვენებს, თუ როგორ ძლიერ არის შემცირებული ბრენდის ღირებულება, რომელიც ათასობით მაღაზიას ფლობს, თუმცა მისმა შემოსავლებმა გასულ წელს მხოლოდ 7 მილიარდი დოლარი შეადგინა.
შემცირებულია მისი მფლობელი კომპანიის ღირებულებაც, L Brands ამჯერად 7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, მაშინ როცა 2015 წელს 29 მილიარდი დოლარი ღირდა.